საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამკაცრების ფარგლებში ამოქმედდა შეზღუდვები, რომლის მიხედვით,  ერთი ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის მგზავრობა იკრძალება, მიუხედავად ასაკისა. ასევე, მგზავრს ეკრძალება წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდზე ჯდომა.

დღეს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამკაცრების მეორე დღეს, როდესაც 10 კაცის შეკრების აკრძალვის ნაცვლად, იკრძალება 3 ადამიანზე მეტის შეკრება (აფთიაქებისა და სასურსათე მაღაზიების გამოკლებით, სადაც ყველამ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია უნდა დაიცვას) ახალქალაქში ქალაქის მოსახლეობა წინა სავარძელზე ჯდომისათვის დაჯარიმდა. უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს მაქსიმუმ 2 მგზავრი, ამასთანავე იგივე დისტამციით, რაც წინა სავარძელს შორის არის, წინ ჯდომა არ შეიძლება.

«ჯერ ერთი, არ გაგვაფრთხილეს, ვიცით, რომ 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს მანქანაში, მაგრამ მძღოლის გვერდზე ჯდომაც თუ არ შეიძლებოდა, არ ვიცოდით. გასაგებია, უსაფრთხოების მკაცრი ზომები, მაგრამ ამ ხალხს საიდან უნდა სცოდნოდა, ჩვენც არ ვიცოდით. ახლა კი ვფიქრობ, რომ ყველა გაიგებს, მაგრამ 3000 ლარი ხუმრობა არ არის. მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის რამდენიმე მოქალაქემ არ უნდა გადაიხადოს, მითუმეტეს ასეთი დიდი თანხა»,- ამბობს ახალგაზრდა ადამიანი.