საქართველომ დღეიდან ორმხრივად გახსნა საზღვრები სომხეთთან და თურქეთთან. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრება ჯერ არ შეუძლიათ.
ამასწინათ გვაცნობეს, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრები 1-ლი ივნისიდან იხსნებოდა, რის შემდეგაც დააზუსტეს, რომ ცალმხრივად იხსნებოდა და, რომ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე, გასვლის უფლება არ ჰქონდათ.
თუმცა, დღეს, მთავრობის ცხელი ხაზის მეშვეობით (144), Jnews–ს აცნობეს, რომ საზღვრები ორმხრივად გაიხსნა სომხეთთან და თურქეთთან. რუსეთთან საზღვარი ცალმხრივად არის გახსნილი, ანუ შესასვლელი ღიაა, მაგრამ გასასვლელი დახურულია. აზერბაიჯანთან კი, გასასვლელი გამონაკლისის სახით მოქმედებს.
Jnews-ი სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, მათ შორის, ნინოწმინდა-ბავრიდან, შესვლა-გასვლის შესახებ დეტალებს შემდგომ სტატიებში დააზუსტებს და გამოაქვეყნებს.