საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 272 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 018 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 289, „პისიარ“-ტესტით – 1 729.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო შვიდი დღის – 1,23%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 044 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 956 გამოჯანმრთელდა, 16 792 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 872 771 აცრა, დღიურად აცრილია 424.

ამასთან, 16 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 346 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი.