14 აპრილის ღამეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან ახლოს, ერთ საათით განსხვავებით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პირველი ბიძგები დაფიქსირებული იყო სოფელ სამებასთან 11 კმ.-ში, 04:30 საათზე, მიწისძვრის სიძლიერემ 4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მეორე ბიძგი სოფელ სამებიდან 10 კმ-ში 05:21 წუთზე იყო, მიწისძვრის სიძლიერემ 3,2 მაგნიტუდა იყო.