საზოგადოებრივი ორგანიზაცია “საქართველოს სომეხთა სათვისტომო” თბილისის სხვადასხვა რაიონში აგრძელებს ფოტოსურათების გამოფენათა სერიას, თემაზე “სომხების გენოციდი – კულტურული გენოციდი”.
ამ ინიციატივის ფარგლებში 25 მარტს თბილისში, ვარკეთილის მეტროსადგურთან, ხოლო 30 მარტს – ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროსადგურთან, ნახატების გამოფენა მოეწყო. 3 აპრილს იგივე გამოფენა მოეწყო რიყის პარკში, მშვიდობის ხიდთან, ხოლო 13 აპრილს – წერეთლის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოფენების სერია 24 აპრილამდე, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 107-ე წლისთავამდე, იგეგმება.