4 სექტემბრიდან საქართველოში მკვეთრად აცივებდება,- იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

„4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე დასავლეთის ძლიერი ქარი. “, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

კვირადან ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

რაც შეეხება 2-3 სექტემბერს, საქართველოში შენარჩუნდება ცხელი ამინდი, უმეტესად უნალექო. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს გადააჭარბებს.