დღეს, 14 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1178 შემთხვევაა დაფიქსირებული.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის სპიკერმა, გეორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 – ასპინძაში, 13 – ადიგენში, 28 – ახალციხეში, 28 – ბორჯომში, 12 – ახალქალაქში, ხოლო 5 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ამ დროისთვის, მთელ რეგიონში 1,554 ადამიანი იმყოფება იზოლაციაში. 582 – ახალციხეში, 239 – ბორჯომში, 362 – ადიგენში, 151 – ასპინძაში, 101 – ახალქალაქში და 119 – ნინოწმინდაში.

საკარანტინო ზონებში 299 ადამიანი რჩება, აქედან 75 – ახალციხეში, ხოლო 224 – ბაკურიანში. უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1178 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 204, 9 – გარდაიცვალა.