სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 6 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 173 307 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 208 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 164 085-ია.