ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მე-3 საბავშვო ბაღი თანამშრომლებს შორის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, კარანტინში იმყოფება.
კარანტინშია მე-2 საბავშვო ბაღის ქართული ჯგუფიც, რომელიც ორშაბათიდან დაკეტილია.
ახალქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაჰიტ ასატურიანის განცხადებით, საბავშვო ბაღი 8 დღის განმავლობაში კარანტინში იქნება.
რაიონის დანარჩენი საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სულ, 16 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 3 ალტერნატიულია.