ფერმერებს კარტოფილის, მარცვლეულისა და ყველა სხვა წლიური კულტურის მოყვანაში მხარდასაჭერად, სახელმწიფომ აგროკრედიტის პროექტში ფერმერის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაც შეიტანა : წლიური კულტურების თესვისა და დარგვის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებების, შრომის და სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის დაქირავების ხარჯები. გათვალისწინებულია საწვავის და საპოხი მასალების საოპერაციო ხარჯებს.
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ შეღავათიან აგროკრედიტის პროექტს დაემატა ქვეკომპონენტი – ფერმერის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. ერთ ფერმერს სესხს 5 000-დან 100 000 ლარამდე სთავაზობენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის ილია თამარაშვილის თქმით, შეღავათიანი სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტების პროექტის მიზანია ერთწლიანი კულტურების მოსაყვანი კაპიტალის შემცირება და ფერმერებისთვის უკეთესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობის გაჩენა.
სესხზე მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ია, 9%-ს სააგენტო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში სესხის თანხა ერთ ბენეფიციარზე 5 000-დან 100 000 ლარამდეა.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით, ერთწლიანი კულტურების მოყვანის მხარდასაჭერად 1 076 500 ლარის ოდენობის სესხი უკვე გაიცა.
შეღავათიანი სესხით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული ინდმეწარმეები, და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
ქვეკომპონენტის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრამდე გასცემენ.