ახალქალაქში ერთი თვეა, რაც ‘ხოპანის’ (სეზონური სამუშაო საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში) სეზონი გაიხსნა, თუმცა რუსელი რუბლის გაუფასურება, უკრაინის ომი და სხვა ფაქტორები მოსახლეობას უჩენს საფიქრალს, წავიდნენ თუ არა წელს სამუშაოდ? ჯავახეთის მოსახლეობა გაურკვევლობაშია.
‘ხოპანის’ სეზონი მარტში იწყება, ზოგი უკვე წავიდა და ელოდება მოვლენების შემდგომ განვითარებას რუსეთში და სამუშაოს დაწყებას, სხვები ადგილზე ელოდებიან შეტყობინებას ნათესავებისა და მეგობრებისგან, რომ სამუშაო არის და შეუძლიათ სამსახურში წასვლა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შრომისუნარიანი მამაკაცების უმეტესობა 8-10 თვით რუსეთში სამუშაოდ მიდის, ფულის შოვნის სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ.
“რატომ წავიდეთ სამუშაოდ. მით უმეტეს, რუბლს ღირებულება არ აქვს”, – იცინიან სოფელ ოლავერდის მცხოვრებლები.
“სამსახურში თუ ვერ წავალთ, რას ვიზამთ? თივას დავთესავთ, კარტოფილს დავთესავთ. ყველა კი არ მიდის უცხოეთში სამუშაოდ, მაგრამ ჩვენს სოფელში მოსახლეობის 99% 18 წლის ასაკიდან მიდის”, – ამბობს მეორე თანამოსაუბრე.
“ყველა იქ წავალთ. უბრალოდ ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები იქ”, – ამბობს მესამე ახალგაზრდა მამაკაცი ოლავერდიდან.
„ველოდებით ომის დასრულებას“, – დასძენს ოლავერდში მცხოვრები.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება რეგიონისთვის ახალი არ არის. “ხოპანი” ფულის შოვნის ჩვეულებრივი საშუალებაა ჯავახეთში, სადაც არ არის წარმოება, ცუდი ამინდის პირობები (ზამთარი, რომელიც 6 თვეზე მეტ ხანს გრძელდება) და ზოგადად, უპერსპექტივობა. ერთადერთი იმედი სოფლის მეურნეობაა, თუმცა 2020 წლის სამწუხარო გამოცდილებამ (კორონავირუსის გამო შეზღუდვები), როცა ბევრმა მცხოვრებმა კორონავირუსის გამო სამსახურში წასვლა ვერ შეძლო, ნათელი გახდა, რომ ჯავახეთში დათესილი კარტოფილი ან მესაქონლეობა არ არის მომგებიანი. დაბალი ფასები, ძვირი ღირებულება და ბაზრის ნაკლებობა.
ამის მიუხედავად, დამოუკიდებლობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნა, ნაწილობრივ რუსეთზე, ნაწილობრივ თურქეთსა და სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული. უფრო რთულია მდგომარეობა იმ რეგიონების მცხოვრებლებისთვის, სადაც ტურიზმი არ არის განვითარებული, როგორიცაა აჭარა და არ არის პროგრესული წარმოება, როგორიცაა რაჭა და კახეთი.
რონდელის ფონდის ეკონომიკის ექსპერტის და პოლიტოლოგის, ვლადიმერ პაპავას თქმით, არა მხოლოდ ჯავახეთის რეგიონი, არამედ მთელი საქართველო ძლიერ არის დამოკიდებული სხვა ქვეყნის ეკონომიკაზე.
“ეს ეხება არა მარტო ჯავახეთს, არამედ ყველა რეგიონს, თბილისსაც კი. რადგან ჩვენი მოქალაქეები რუსეთში ცხოვრობენ, ფულს შოულობენ და ახლობლებს უგზავნიან. როგორც ჩანს, ეს ფულადი გზავნილები მთლიანად თუ არა, მნიშვნელოვნად შემცირდება – ეს უკვე ფაქტია. ამჟამად რუსეთიდან ფულადი გზავნილები, მთლიანი გზავნილების დაახლოებით 15-20%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდი დარტყმა საქართველოს მოსახლეობისთვის და ასევე დარტყმა იქნება საქართველოში სავალუტო შემოსავლებზე. იმიტომ რომ ამერიკელებმა აკრძალეს აშშ დოლარის გამოყენება რუსეთში. ხოლო რუსეთმა აკრძალა უცხოური ვალუტის გატანა. დამამშვიდებელი პროგნოზი, რომ ფულადი გზავნილები შენარჩუნდება, ჯერჯერობით არ არის“, – ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს გაცნობიერებული ეს დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე, საქართველო მაინც ვერ ან არ დგამს ნაბიჯებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„საქართველოს ამ პირობებში ცოტას გაკეთება შეუძლია, გარდა იმისა, რომ განავითაროს შიდა წარმოება და ამით შექმნას სამუშაო ადგილები საქართველოში, რომ საქართველოდან წასული ჩვენი მოქალაქეები, დაბრუნდნენ და დაიწყონ შემოსავლის მიღება უკვე აქ, საქართველოში. გესმით, შეუძლებელი იქნება მყისიერად ასეთი საკითხების მოგვარება -ამასაც დრო სჭირდება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მძიმე დრო მოდის, მაგრამ ეს დრო მძიმე იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”, – ამბობს ვლადიმერ პაპავა.
იმის თქმა, რომ ჯავახეთში ყველას უჭირს, მოსახლეობას არ ამშვიდებს, რადგან თუ ოჯახი დღიურ პურის ფულს ვერ შოულობს, ვერც გლობალურად აზროვნებს.