ჯავახეთში დათბა, თოვლის ქვემოდან ენძელები გამოჩნდა. გაზაფხული მის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ფარავნის ტბამ დნობა დაიწყო, მეთევზეები ნელ-ნელა სათევზაოდ გადიან.
ფარავნის ტბა საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა. ამ ადგილთან არის დაკავშირებული ლეგენდები და დიდი სომეხი მწერლის, ჰოვანეს თუმანიანის პოემა. ზამთარში ფარავანი ყინულით არის დაფარული. ყინული იმდენად მყარია, რომ მასზე მანქანები დადიან.
როდესაც ტბა ნელ-ნელა დნობას იწყებს, დეკემბერში, მის ნაპირთან მეთევზეები იკრიბებიან და ზამთრის თევზაობა იწყება. ასე გრძელდება თვის ბოლომდე. დეკემბრის შემდეგ თევზაობა მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში იწყება. დათოვლილი მთების და ცისფერი ტბის დიდებული პეიზაჟი ყველას ხიბლავს, ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილა იქ. თუმცა, მიუხედავად ბუნების სილამაზისა და შაორისა და აბულის ციკლოპური ციხესიმაგრეებისა, ფარავანი ნაკლებად არის ჩართული ტურისტულ გზებში.