ახალქალაქის რაიონის სოფელ აგანას საჯარო სკოლაში ვაკანსიებია. სჭირდებათ სპეციალისტები შემდეგ სანგებში: ინგლისურ ენა, გეოგრაფია, სპორტი და სამოქალაქო განათლება.
6 აპრილის მდგომარეობით, პედაგოგიური პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სოფელ აგანას სკოლის ვაკანსიების განყოფილებაში საჭიროა მე-8, მე-9, მე-10 კლასებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი, სამოქალაქო განათლების – 7 კლასი, გეოგრაფიის – 7, 8, 9, 10, 11, უცხო ენის (ინგლისური) მასწავლებელი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12 კლასებისთვის. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 აპრილი.
„ამჟამად სკოლაში ინგლისური ენა და გეოგრაფია ისწავლება, მაგრამ სპორტის გაკვეთილები თავისუფალ ფორმატშია. პრობლემა ის არის, რომ ამ საგნების მასწავლებელს სტატუსი არ აქვს და ვაკანსიები იქამდე იქნება ღია, სანამ შესაბამის სპეციალისტს არ ვიპოვით“, – ამბობს სოფელ აგანას საჯარო სკოლის დირექტორი, ჰაიკ არაქელიანი.
მისივე ინფორმაციით, სკოლაში 19 მასწავლებელი მუშაობს, მათგან 5 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა, არ ჰყავთ წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი.
ლიდა ალმასიანი