როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების სერტიფიცირების მიზნით მუშავდება კითხვარი. მიმდინარეობს მუშაობა საგამოცდო ტესტების გაუმჯობესებაზე. საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კითხვარი გამოცდებამდე ერთი თვით, ან ორი კვირით ადრე დასრულდება.
ჯავახეთში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დიდი ხანია ცდილობენ სტატუსის გაუმჯობესებას სხვა საგნებში, როგორიცაა მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება და სხვა საგნები, რადგან არ არსებობდა გამოცდა სომხურ ენასა და ლიტერატურაში. თუმცა, წელს საქართველოში პირველად ჩატარდება გამოცდა სომხურ ენასა და ლიტერატურაში. ახლა მზადდება ტესტები, რისთვისაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თანამშრომლობს სომხეთის საგამოცდო ცენტრთან, მოწვეული არიან წამყვანი არმენოლოგები.
ახალქალაქის რეგიონის სკოლების სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები სამინისტროსგან მინიმუმ ერთი საგამოცდო ნიმუშის მიწოდებას ითხოვენ, რომელსაც ისინი გამოცდისთვის მომზადების სახელმძღვანელოდ გამოიყენებენ.
„სომხური ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ არსებობს საგამოცდო ნიმუში, ჩვენ გვაძლევდნენ ზოგად პროგრამას ადრეული დროიდან დღემდე. არის პროგრამა, მაგრამ ნიმუში არ არის. გვითხრეს, რომ მაქსიმალური ქულა არის 70, თუ მასწავლებელი 60%-ს დააგროვებს, მაშინ 10 ქულას მიიღებს, მაგრამ არ ვიცით რამდენი ქულაა ერთი შეკითხვა, ალბათ, მასწავლებელმა უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომ მაღალი ქულები აიღოს. ქულების კრიტერიუმები ჩვენთვის გაუგებარია. ნიმუში რომ მოგვცენ, ამით ვიხელმძღვანელებთ და საგამოცდო ფურცლის შედგენის სირთულის დონეს დავინახავთ“, – ამბობს სომხური ენის ერთ-ერთი მასწავლებელი.
როგორც საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში JNEWS-ს აცნობეს, მუშაოება ამ დრომდე მიმდინარეობს.
«ფაქტობრივად, ერთი წელია მუშაობენ ტესტების შედგენაზე, ეს ხანგრძლივი და რთული სამუშაოა. გამოცდებამდე ორი კვირით ან ერთი თვით ადრე მზად იქნება. როგორი იქნება საგამოცდო ტესტის მიახლოებითი შინაარსი, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია წაიკითხოს».
მასწავლებლებს ასევე აინტერესებთ კითხვა, ყველა მასწავლებელს ერთი და იგივე საგამოცდო ტესტი ექნება თუ არა? განსხვავებული იქნება ისინი დაწყებითი და საშუალო კლასის მასწავლებლებისთვის? შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საგამოცდო ტესტები ყველასთვის ერთნაირი იქნება.