ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები მუშაობას სრულყოფილს რეჟიმში იწყებენ, სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღის გამოკლებით.
დღეს, 13 ოქტომბრიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები დილის 9 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობენ, ბავშვები კვების ჩათვლით. მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღი გაიხსნა, სოფელ ვაჩიანში კორონავირუსის დამტკიცებული შემთხვევის გამო, სკოლამდელი დაწესებულება ჯერჯერობით არ გაიხსნება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, ყოველ ოთახში თვითიზოლირების ოთახია მოწყობილი, საკვები უკვე შეკვეთილია.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში “მშვიდი საათის” რეჟიმი გაუქმებულია. ბავშვების დღისით დაძინების საშუალება მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორ საბავშვო ბაღს აქვს, ესენია ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღი და სოფელ კარწახის საბავშვო ბაღი, ხოლო სოფელ კულიკამში ეს რეჟიმი უკვე, რამდენიმე თვეა არ მოქმედებს.
“ბავშვების დაძინება აგვიკრძალეს, რადგან სარეცხი მანქანა არ გვაქვს, არ გვაქვს სამრეცხაო და სპეციალური საშრობები”, – თქვა ანაიდა ასატურიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 12 ბაგა-ბაღი მოქმედებს, რომელთაგან 3 ალტერნატიულია და კვების გარეშე, დანარჩენები კვებასთან ერთად. მუნიციპალიტეტში სკოლამდელ დაწესებულებებში სულ 1100-ზე მეტი ბავშვი ივლის.