არმინე ღაზარიანმა ატელიე ახალქალაქში ორი წლის წინ გახსნა, მაგრამ ის სეზონურად მუშაობს, ზამთარში და ცივ სეზონზე ატელიე დაკეტილია. ამ დროს ის სახლში მუშაობს.
არმინე ღაზარიანმა გრანტი LAG-ის (ადგილობრივი განვითარების ჯგუფი) პროექტის ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. Atelier Armine ქალაქის ცენტრში მდებარეობს. გრანტის დახმარებით გაარემონტა შენობა და აღჭურვა ატელიე (მაგიდები, დიდი გარდერობი, საკერავი მანქანები). პროექტის მოცულობამ 14 913 ლარი შეადგინა, საიდანაც გრანტი 9 350 ლარი, თანადაფინანსება – 5 563 ლარია.
ჩვენი ვიზიტის დღეს და ზოგადად ზამთრის თვეებში სტუდია დაკეტილია. არმინე ამ თვეებში სახლში მუშაობს.
არმინეს თქმით, გრანტი ძალიან დაეხმარა ბიზნესის შექმნაში, ის ძალიან კმაყოფილია.
„ბევრი ადამიანი ოცნებობს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე. ჩემნაირი სტუდია ქალაქში არ არის. არიან მკერავები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ სახლებში ან მაღაზიებში, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ცალკე ოთახი, ატელიე. თავიდან ტასაცმელი მხოლოდ გადასაკეთებლად მოჰქონდათ, ახლა უკვე ტანსაცმლის შეკერვას მიკვეთავენ, ინდივიდუალური ტანსაცმელი უნდათ, რომ სხვებისგან გამორჩეული იყვნენ“.
ატელიეში მხოლოდ არმინე ღაზარიანი მუშაობს, როცა ძალიან დაკავებულია, მამა ეხმარება. ატელიეში უკვეთავენ კაბებს, შარვლებს, ფარდებს, სკოლის მოსწავლეებისთვის ფორმებს, საბავშვო ტანსაცმელს სხვადასხვა ღონისძიებებისთვის.
წლის დასაწყისიდან სტუდიაში მომსახურება გაძვირდა.
„როცა დავინახე, რომ ყველაფერი ძვირდებოდა, მომსახურების ფასიც გავზარდე. ამ ფულს ვიყენებ სხვა მაღაზიებში ვაჭრობისთვის. ძაფი 2,5 ლარი ღირდა, ახლა 4 ლარად ვყიდულობ“, – ამბობს არმინე ღაზარიანი.
ევროკავშირის გრანტმა ხელი შეუწყო ინდივიდუალური ბიზნესის განვითარებას, ზოგადად, ახალქალაქის მოსახლეობამ მოგება ვერ ნახა ფასში, მაგრამ ქალაქში ატელიე გაიხსნა.