საქართველოში კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 478 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 836 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 527, „პისიარ“ ტესტით – 2 309.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,88%, ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო შვიდი დღის – 3,63%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 645 959 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 615 166 გამოჯანმრთელდა, 16 704 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 851 946 აცრა, დღიურად აცრილია 1 648.

ამასთან, 25 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 247 პაციენტი, გარდაიცვალა ათი.