ახალქალაქის ახალგაზრდობა ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში “ერთად ხატიასთვის”, რათა მკურნალობაში დაეხმაროს 21 წლის გოგონას ადიგენიდან, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული.
დღეს, 11 დეკემბერს ახალქალაქი-ახალციხისა და ახალქალაქი-კოთელია-ბაკურიანის ცენტრალურ გზაზე №3 ქართული საჯარო სკოლის ახალგაზრდა კურსდამთავრებულები პლაკატებით ხელში გზას მიუყვებოდნენ და გამვლელ მგზავრებს დახმარებას სთხოვდნენ. ისინი თანხას ადიგნელი გოგონასათვის, ხატია პარუნაშვილისათვის აგროვებდნენ. ხატიას მწვავე ლეიკემია აღმოაჩნდა და ამჟამად თურქეთში მკურნალობს.
რამდენიმე დღის წინ აქცია გოგონას ახლობლებისა და ნათესავების მიერ ორგანიზებული იყო ახალციხეში. მას ასევე გულშემატკივარი ახალგაზრდები შეუერთდნენ.
ხატიას მკურნალობისათვის 72,000 $ ესაჭიროება, მაგრამ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.
მსურველებს შეუძლიათ თანხა აღნიშნულ ანგარიშებზე ჩარიცხონ.
ანგარიშის ნომრები- Georgia Bank – GE34BG0000000161580664GEL
TBC Bank – GE31TB7146945061100061