საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 846 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 307, „პისიარ“ ტესტით – 2 225.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,66%, ბოლო 14 დღის – 5,73%, ბოლო შვიდი დღის – 4,18%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 644 711 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 608 441 გამოჯანმრთელდა, 16 688 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 848 368 აცრა, დღიურად აცრილია 1 521.
ამასთან, 23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 017 პაციენტი, გარდაიცვალა სამი.