საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი.

StopCov-ის ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.

სამწუხაროდ, დღე-ღამის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი. 18 496 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 პირი.

საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.