საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარტია “ქართული ოცნებიდან”, ენზელ მკოიანი, რომელიც 26 მარტს, ახალქალაქში მომხდარი სროლების მონაწილე იყო, აცხადებს, რომ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი მას თავს დაესხა. და ასევე განაცხადა, რომ შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა საქმის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით.
როგორც მკოიანი აცხადებს, რომ არა პოლიციელები, რომლებმაც სამველ პეტროსიანს ხელი შეუშალეს ის მას მოკლავდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქში მომხდარი სროლების გამო, სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქის რაიონის განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებისთვის დააკავეს სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმის შვილი. მათ ბრალი ხულიგნობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისთვის წარედგინათ. თუმცა, ენზელ მკოიანი მიიჩნევს, რომ ბრალდება უსამართლოა და სინამდვილეს არ შეესაბამება.
მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს, გამოაქვეყნა სტატუსი, რომელიც მასალას თან ერთვის.
“თავდასხმა მკვლელობის მიზნით ახალქალაქი – ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანზე.
2016 წლის 26 მარტს, ახალქალაქში მცხოვრებმა სამველ პეტროსიანმა, რომელიც არის 66 წლის, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ენზელ მკოიანის ძმის შვილს, 12 -ე კლასის მოსწავლე არმენ მკოიანს, ამ საკითხზე იმავე დღეს, 15 საათზე, გეორგი პეტროსიანი მომხრეებთან ერთად, სიტყვიერად დაუპირისპირდა მასთან მხოლოდ სასაუბროდ შეხვედრაზე მყოფ არმენ მკოიანის ბიძაშვილს, კარაპერტ მკოიანს, რომელსაც ახლდა თავისი ნათესავები. დაპირისპირება მოხდა გეორგი პეტროსიანის კაფე “გოლდის“ და მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლის მიმდებარედ გზაზე, სიტყვიერი კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, ხმაურზე სახლიდან გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელმაც მოუწოდა თავის ახლობლებს და მეორე, დაპირისპირებულ მხარეს, რომ დაშლილიყვნენ. მის მოწოდებაზე მკოიანების თანმხლები პირები წამოვიდნენ ენზელ მკოიანის მხარეს და მისი საცხოვრებელი სახლისაკენ ენძელ მკოიანთან ერთად. სიტუაცია უკვე განმუხტული იყო, როდესაც თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა სამველ პეტროსიანი, გეორგი პეტროსიანის მამა, რომელიც არის ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პარტია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობიდან, გაბრაზებული სასწრაფოდ გადმოვიდა ავტომანქანიდან, წავიდა თავისი შვილის მიმართულებით დაუძახა შვილს, – შედი სახლში, ამათ მე გავუსწორდებიო, შემობრუნდა ენზელ მკოიანის მხარეს, სასწრაფოდ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი TT და დამიზნებით სამჯერ ესროლა მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს, რომელიც სხეულის მოძრაობებით ცდილობდა მათ არიდებას, ერთმა ტყვიამ ყურთან ახლოს ჩაუარა, გაიგო მისი ზუზუნის ხმა, ერთი კი მის ფეხებთან მოხვდა ასფალტს, სამი გასროლის შემდეგ, სამველ პეტროსიანის ხელში მყოფმა პისტოლეტმა ვეღარ გაისროლა „გაიჭედა“ ტყვია, ამასობაში ენზელ მკოიანმა, ამოიღო მასზე გაფორმებული იარაღი თავდაცვის მიზნით, რომ შეშინებოდა სამველ პეტროსიანს. მოახდინა ჰაერში ორი გასროლა, ამასობაში იქ მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა განაიარაღეს სამველ პეტროსიანი, რითაც ამოიწურა კონფლიქტი.
საქმეზე დაწყებული გამოძიების პროცესში სამველ პეტროსიანის და მისი შვილის გეორგი პეტროსიანის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 12 დასახელების სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამოიღო მოსახლეობისგან, ახალქალაქის პოლიციის უფროსის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ხოლო, როდესაც მიიღო დეპუტატის მანდატი, ეს იარაღი საკუთარ სახელზე კანონიერად გადაიფორმა.
ეს ყველაფერი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით”.
მკოიანმა, ამასთანავე, გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომლის ნახვა Jnews-ზეც არის შესაძლებელი.
ახალქალაქის ცენტრში მომხდარი გახმაურებული სროლების საქმეზე ორი პირია დაკავებული.
ისროდნენ დეპუტატები მკოიანი და პეტროსიანი, ჰაერში, თუ ერთმანეთის მიმართულებით…
ადგილობრივი გარჩევები: დაპირისპირება ახალქალაქში პეტროსიანებსა და მკოიანებს შორის