სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ოლქში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას, ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ცნობით, ქართველები აფეთქებისას, ირპენში დაიღუპნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით ათი ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. უწყების განცხადებით, ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.