უკრაინის ქალაქ ხარკოვის ქუჩებში, სადაც ცოტა ხნის წინ რუსულმა ძალებმა შეაღწიეს, ბრძოლა მინდინარეობს, – ინფორმაციას BBC-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ ქალაქში რუსული დანაყოფები იმყოფებიან. ასევე ჩანს ცეცხლმოკიდებული „ტიგრის“ ტიპის რუსული სამხედრო მანქანები.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხარკოვში რუსული ძალები შევიდნენ. ადგილობრივი მთავრობა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.