სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 422 254 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 592 გარდაიცვალა, 409 196 კი – გამოჯანმრთელდა.