სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 421 842 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 568 კი გარდაიცვალა