სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 474 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პაციენტი, 16 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 14-ის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.
23 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 73 310 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 50 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 145 ადამიანი, კიდევ 329 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.