საქართველოს მთავრობამ მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან Covid-19 დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, სახლში მკურნალობის შემთხვევაში.
1. დარჩი სახლში. არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიაში ან ხალხმრავალ ადგილებში. არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;
2. დროის უმეტეს ნაწილს იზოლირებულად ატარებთ, თავი შეიკავეთ ოჯახის წევრებთან პირდაპირი კონტაქტისგან;
3. თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;
4. არ გამოიყენოთ საერთო საგნები. მაგალითად, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი;
5. ოთახი ხშირად გაანიავეთ, გააღეთ ფანჯრები.
6. სველი წესით, კარგად გაწმინდეთ საგნების ზედაპირი, რასაც ხშირად ეხებით, მათ შორის, სამუშაო მაგიდები, კარის სახელური, მობილური ტელეფონები.
7. გამოიყენეთ ზედაპირის სადეზინფექციო საშუალებები, რომელთა გამოყენება დაშვებულია სახლში;
8. დალიეთ უამრავი სითხე, ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, ან სხვა მედიკამენტები. განაგრძეთ მედიკამენტების რეგულარული მიღება და არ შეცვალოთ მკურნალობის გეგმა ექიმის რჩევის გარეშე;
9. სიმპტომატური ხველის შემთხვევაში შეეცადეთ არ დაწვეთ ზურგზე;
10. ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიმპტომებს. თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან სწრაფად გაუარესდა, შეგექმნათ სუნთქვის პრობლემა, ქოშინი, სახის ან ტუჩების ციანოზი და ა.შ., დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, ან დარეკეთ “112”-ზე. გააფრთხილეთ ოპერატორს, რომ თქვენ არ გაქვთ დადასტურებული Covid-19 დიაგნოზი.