სოფელ ვაჩიანში 4-სულიანი ოჯახის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. დაღუპულთა ნათესავები 6 წლის განმავლობაში ელოდებიან პასუხს სამართალდამცავი ორგანოებისგან, მაგრამ მათ უფრო მეტად აწუხებთ „დუმილი“ და გაურკვევლობა.
2016 წლის 10 ივლისის ღამით, კაჩოტიანების ოჯახში მოკლეს დედა და 3 შვილი: 37 წლის ოფელია, 16 წლის არმინე, 18 წლის ასია და 5 წლის სერგეი. მკვლელობიდან მეორე დღესვე დააკავეს მოკლულის თანასოფლელი, ნოდარ აკოპოვი. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). მას ბრალი წაუყენეს. დაკავებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მან 2016 წლის 27 აგვისტოს გლდანის მე-8 საპყრობილეში თავი ჩამოიხრჩო.
აქ არის მთელი ინფორმაცია ამ საქმის შესახებ. უკვე მეექვსე წელია, მოკლული ოფელია კაჩოტიანის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა მოხდა ტრაგედიის ღამით. ისინი კვლავ იტანჯებიან, ყოველწლიურად უამრავ თხოვნას უგზავნიან ძალოვან უწყებებს, პრეზიდენტს, პრემიერს და საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს. პასუხად არის დუმილი ან ერთსა და იმავეს პასუხობენ.
„ბოლოს თხოვნა ერთი წლის წინ გავგზავნეთ. პასუხი არასდროს მიგვიღია. არავის სურს პასუხის გაცემა, ვინ მოკლა ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილები. პროკურორები შეიცვალა. უკვე დამავიწყდა რამდენი მოთხოვნა გავგზავნეთ. ყოველთვის მპასუხობენ, მოიცადეთ. თვე, თვენახევარი და პასუხი ჯერაც არ გვაქვს, მტკივნეულია“, – ამბობს მოკლული ოფელია კაჩოტიანის მამა, ხაჩატურ ალეკიანი.
არქივი: ვიდეო კაჩოტიანების ოჯახის მკვლელობის ადგილიდან
ალეკიანების ოჯახის ადვოკატის თქმით, უბედურ მშობლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ მკაფიო პასუხი, მიუხედავად ბოლო 6 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი მოთხოვნისა და წერილისა, რომლებიც ახლობლებმა ყველა ინსტანციაში გაგზავნეს. პასუხი მხოლოდ ერთი იყო, გამოძიება მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები საქმის დახურვას ვერ ახერხებენ, ვინაიდან ნოდარ აკოპოვის გარდა, რომელმაც თავი მოიკლა, საქმეში სხვა ეჭვმიტანილებიც იყვნენ. იურისტი ეჭვობს, რომ გამოძიებას შედეგი არ აქვს და სამართალდამცავი ორგანოები ხანდაზმულობის ვადას ელოდებიან, რათა საქმე დაიხუროს.