1000 კუბური მეტრი გაზი ევროპაში 2900 დოლარი ღირს

1000 კუბური მეტრი გაზი ევროპაში 2900 დოლარი ღირს

გაზის ფასმა ევროპაში მის ისტორიულ რეკორდს მიაღწია. 1000 კუბური მეტრი გაზი 2900 დოლარი ღირს. ამაზე ICE Futures-ის ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგები მეტყველებს.

7 მარტს, 12:00 საათის მონაცემებით, ფიუჩერსების ღირსებულება 2 300-დან 2 900 დოლარამდე გაიზარდა.

ფასმა ჯერ კიდევ ვაჭრობის გახსნის მომენტისთვის მიაღწია კრიტიკულ მაჩვენებლებს, 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება ჯერ 2500 დოლარამდე გაძვირდა, შემდეგ კი 2700 დოლარამდე. 12:00 საათისთვის კი 2902 დოლარი შეადგინა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე