ევროკავშირი მზად არის, მიიიღოს წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვიდან.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, განცხადებები იყო „დაუყოვნებლივი“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით 3 მარტს ოფიციალურად წარედგინება.