ახალქალაქის 3 სკოლის ზოგიერთი მასწავლებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტესტირებისთვის აღარ მივა, რადგან ამ სკოლებში მასწავლებლებისთვის კორონავირუსის გამოსავლენად ანტიგენზე ტესტირება დაიწყო.
საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებლები კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას გადიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტესტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 67 სკოლის ყველა მასწავლებელი იკეთებდა. ხშირად, ამის გამო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის შენობასთან თავყრილობა იყო, მასწავლებლები რიგების გამო წუხდებოდნენ. საქართველოს ბევრმა სკოლამ გადაამზადა სამედიცინო პერსონალი იმისთვის, რომ ტესტირება სკოლის შენობებში ჩატარდეს. ახალქალაქში ტესტირება ახალქალაქის მე-2, მე-4 და მე-3 სკოლებში დაიწყო. ეს სკოლები მასწავლებლებს ანტიგენზე ყოველ 8 დღეში ერთხელ ამოწმებენ. აცრილ მასწავლებლებს ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ, მაგრამ უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ხოლო გამოჯანმრთელებულ მასწავლებლებს არ უტარდებათ ტესტირება COVID-19-ის დადასტურებიდან 3 თვის განმავლობაში.
“მხოლოდ სამ სკოლაში ატარებენ ექთნები ტესტირებას. დანარჩენ სკოლებზე კი კორონავირუსზე ტესტირებას ჩვენ ვაკეთებთ. სკოლებში არ არის შესაბამისი პირობები. წინასწარ გადავამზადეთ ექთნები”, – ამბობს ახალქალაქის საზოგადოების ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ტერეზა ჩივჩიანის თქმით, ზოგიერთ სკოლაში ექთნებს სპეციალური ტრენინგები გავლილი აქვთ და ყველა საჭირო ინვენტარი მიიღეს.
„ ტესტირების ჩასატარებლად ბაზის გახსნას ველოდით. ტრენინგები გავიარეთ ახალქალაქის რამდენიმე სკოლასთან და პლიუს რამდენიმე სოფლის სკოლასთან. სხვა სკოლებში ტესტირების არ ჩატარების მიზეზი არ არის, რომ არ ჰყავთ ექთნები ან არ აქვთ სამედიცინო კაბინეტები, ან კიდევ, ეს კაბინეტები პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. დერეფნებში ტესტირებას ხომ ვერ ჩაატარებენ? რაც შეეხება სოფლებს, სოფელ ჩუნჩხასა და პტენაში არის, მაგრამ ჯერჯერობით ტესტებს არ აკეთებენ. ვაკანსია გამოაცხადეს, მაგრამ ექიმების მიღება ვერ შეძლეს“, – ამბობს დირექტორი, ტერეზა ჩივჩიანი.