01.03.2022
ნახვები: 689 |
ავტორი:
Varduhi Kurginyan
დღეიდან, 1-ელი მარტიდან საქართველოში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღიდვების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი შემსუბუქდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დასაშვებია ქორწილების და ქელეხების გადახდა, უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება.
ნახეთ ვრცლად რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან:
- პირველი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;
- ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
- რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები;
- კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);
- დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);
- უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით – დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან – 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში – ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება;
- პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;
- უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;
- უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
- უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;