დღეს, 27 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილია COVID-19 ინფექციის 2063 შემთხვევა.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 26 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 13 ადიგენში, 5 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 38- ბორჯომში, 3 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 4- ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 1792 ადამიანია იზოლირებული, აქედან 746 – ახალციხეში, 120 – ახალქალაქში, 337 – ბორჯომში, 26 – ნინოწმინდაში, 136 – ასპინძაში და 427 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 290 ადამიანი რჩება, აქედან 66 – ახალციხეში, ხოლო 227 – ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი ახალციხიდან. 85 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რეგიონში სულ 710 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 – გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ტესტი 75 ადამიანს ჩაუტარდა.