წლეულს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 12 და 13 მარტს დასვენების დღეებია, სკოლები სასწავლო პროცესს 14 მარტს განაახლებენ.

3 მარტი – დედის დღე, ასევე დასვენების დღეა.

აღდგომის დღესასწაულის დღეებში სკოლები 21 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით ისვენებენ.

სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება. მაგრამ პირველკლასელებისთვის ის  4 ივნისს მთავრდება, ხოლო მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს.

ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლების 2021-2022 წლების კალენდრის მიხედვით შეგროვდა.