შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ პოსტერების კონკურსს თემაზე: ,,ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“.
კონკურსის პირობები:
-კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა არაქართულ საჯარო სკოლას;
-კონკურსში მონაწილე თითოეულ სკოლას უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პოსტერი;
-ნამუშევრების წარდგენის ვადაა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აპრილი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა მომზადებული პოსტერი უნდა გამოაგზავნონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@smr.gov.ge; საკონტაქტო პირი: სოფო ლეთოდიანი – მობ.: 598 60 50 20
საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პოსტერზე განთავსებული უნდა იყოს სლოგანი (დევიზი) და გრაფიკული ელემენტებისგან შექმნილი ელექტრონული ან ხელით შესრულებული ნახატი. პოსტერის შინაარსი უნდა ასახავდეს ავტორის/ავტორთა ძირითად გზავნილს საკონკურსო თემატიკასთან მიმართებაში.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლა რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში ან/და შექმნილი აქვს ოფიციალური გვერდი, სასურველია ნამუშევარი დამატებით აიტვირთოს შემდეგი მონიშვნებით:
#სახელმწიფომინისტრისაპარატი
#ქართულიენაუკეთესიმომავლისთვის
სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეარჩევს 4 საუკეთესო პოსტერს.