Jnews-ი აქვეყნებს არტურ გიულმისარიანის წერილს, რომელიც 19 მარტს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე საკუთარ სახლში იყო თვითიზოლირებული. რა სირთულეებს აწყდება ადამიანი თვითიზოლაციისას, რას ურჩევს ის სხვებს და რას წააგავს იზოლაციაში ცხოვრება.
არტურ გიულმისარიანის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს თვითიზოლაცია.
როდესაც სომხეთში ვირუსის გავრცელება ჯერ ახალი დაწყებული იყო, გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, სამშობლოში დავბრუნებულიყავი. იმ დროისთვის, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რამდენად რთული და იმავდროულად საინტერესო იქნებოდა ეს.
ყველაზე პირველი შთაბეჭდილება ჩემი მშობლების უჩვეულო მოსალმება იყო: მე არასდროს მივსალმებივარ მათ შორიდან, მით უმეტეს, როდესაც დიდი ხნის უნახავები მყავდნენ.
თავდაპირველად ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, ყოველი შემთხვევისათვის მე ასე მეგონა. ვიფიქრე, რომ 14 დღე ძალიან მალე გაივლის, ვერც კი შევამჩნევ-თქო, მით უმეტეს, რომ ვმუშაობ და ჩემი სამსახური საშუალებას მაძლევს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ვიმუშაო.
თუმცაღა, სულაც არ იყო ასე. სახლში ყოფნის პირველი დღიდანვე თავს თითქოს და ავადმყოფად გრძნობ. თვითშეგნება მოსვენებას იმ დონეზე არ გაძლევს, რომ უბრალოდ, არც მუშაობა და არც ვინმესთან საუბარი გინდება. სხვებისგან თავის დაღწევას უფრო მეტად იწყებ, კომუნიკაციის დროს ორი მეტრის დისტანციას იცავ. ტემპერატურის მუდმივი გაზომვა, წარმოსახვითი ტკივილები მთელ სხეულში პირველი 4-5 დღის განმავლობაში უბრალოდ მოსვენებას არ გაძლევს.
მე-5 დღეს უკვე ყველაფერს ეჩვევი და უფიქრდები თუ, როგორ შეიძლება გამოიყენო დრო სასარგებლოდ, სამუშაოს გარდა. დახმარება წიგნებისა და ფილმებიდან, მეგობრებთან და ნათესავებთან ვიდეოზარების ხშირი ჩართვებიდან მოვიდა.
დღეს ჩემი მე-11 დღეა, რაც თვითიზოლაციაში ვიმყოფები და მერწმუნეთ, ამას მივეჩვიე და უფრო საინტერესო გახდა კიდეც. აღმოჩნდა, რომ ეს, არც ისე რთული ყოფილა.
მინდა თითოეულს მოგიწოდოთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეეცადოთ მაქსიმალურად გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები.
ეს ხომ ვიდეოთამაშს ჰგავს, რომელიც 14 დავალებისგან შედგება. უბრალოდ იმით განსხვავდება, რომ საფეხურებზე გადასვლა არა მარტივიდან რთულისკენ, არამედ პირიქით არის”.