ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები ჭადრების ბაღში შეიკრიბნენ და რუსეთის ქმედებებს აპროტესტებენ. ისინი უკრაინელ ხალხს სოლიდარობა უცხადებენ.
“ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით. ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, იმპერიულ ზრახვებს, არანაირად არ შეიძლება ომი, არ შეიძლება ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან მსგავსი რამ უკვე განიცადა საქართველომ და ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს. თუ მსოფლიო ერთად დადგება, ამ ურჩხულის დამარცხება რეალურად შესაძლებელია”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ირმა მგელაძემ.