სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში,418 220 პირი დაინფიცირდა, აქედან კი 8 413 გარდაიცვალა.