წალკის რაიონის სომხურ სოფელ აშხალაში (აშკალა) კორონავირუსის შემთხვევა დარეგისტრირდა. ვირუსის მატარებელი ჩამოვიდა სომხეთიდან, მარნეულის რაიონში 14 დღიანი კარანტინი გაიარა. კარანტინის დასრულების შემდეგ გაუკეთდა ტესტი და უარყოფითი პასუცით მოქალაქე სოფელში დაბრუნდა.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, კარანტინის დროს მამაკაცის მდგომარეობა გამოკვლეული იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, სხეულის მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირებულა. ორი დღის შემდეგ 30 წლის მამაკაცმა სოფელში ხელმეორედ გაიკეთა ტესტი, თუმცა ამჯერად შედეგი დადებითი აღმოჩნდა.
Alik Media-სთან საუბარში სოფლის მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ დაავადებულს სოფელში ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ხოლო იმათ სხვა დანარჩენთან. აშხალაში ამბობმე რომ, ვირუსოლოგებს ამ ადამიანის ტესტის თავდაპირველი პასუხი სხვა პაციენტის პასუხში აერიათ.
“შესაძლოა სოფელს იზოლირება გაუკეთონ, საკარანტინე რეჟიმი იქნება შემოღებული”,- შეგვატყობინა სოფელ აშხალის მაცხოვრებელმა. სოფელში მოსახლეობა განსაკუთრებით იმითაა შეწუხებული, რომ შესაძლოა ამ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტის მქონე პირები კორონავირუსით იყვნენ დაავადებული.
ამბობენ, რომ ამჟამად კორონავირუსით დაავადებული ახალგაზრდა შესაძლოა თბილისში გადაიყვანონ, ისინი ხვალინდელ დღეს ელოდებიან, რათა დაწვრილებით გაარკვიონ ყველაფერი.
ბოლო 24 საათის მონაცემები ჩვეულებრივისამებრ, ყოველდღიურად, დღის მეორე ნახევარში ქვეყნდება. სავარაუდოდ, მომხდართან დაკავშირებით უფრო ზუსტი ოფიციალური მონაცემები ხვალ გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 12 ივლისის მონაცემებით დარეგისრირებული იყო კორონავირუსით დაავადადების 986 შემთხვევა და 857 გამოჯანმრთელების შემთხვევა.
ინფორმაციის წყარო: Aliq Media-ს ინფორმაციული პორტალი.