სახელმწიფო წელსაც აგრძელებს «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 922 000 ლარი აქვს გამოყოფილი. მარტიდან სოფლებში პრიორიტეტული სამუსაოების არჩევნები დაიწყება.
«სოფლის მხარდაჭერის» პროგრამა, რომელიც საქართველოში 2011 წელს დაიწყო, 2019 წელს ორწლიანი შესვენებით (2017, 2018) განახლდა და წელსაც გრძელდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა, ისევე როგორც შარშან და წინა წლის მსგავსად, არ შეცვლილა და 922 000 ლარს შეადგენს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამის ფარგლებში ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარია, ყველაზე დიდი კი 20 000 ლარი. ასევე, მოსახლეობის მიხედვით, სოფლებს შეუძლიათ მიიღონ 12000 ლარი ან 16000 ლარი. თითოეულმა სოფელმა წელს იგივე თანხა მიიღო, რაც გასულ წელს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე შექმნა მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა კომისია. სოფლებში «სოფლის მხარდაჭერის» მუშაობის პრიორიტეტების შესარჩევად შეხვედრები მარტში დაიწყება.
ამ პროგრამის ფარგლებში მრავალი პროექტი განხორციელდება სხვადასხვა სოფელში. პრიორიტეტულ სამუშაოებს შორის, რაც სოფლის მცხოვრებლებს შეუძლიათ აირჩიონ, წელს სასაფლაოს გალავანი დაემატა, რაც შარშან არ იყო დაშვებული.
გასულ წელს პრიორიტეტული სამუშაოები იყო: მინი სტადიონებისა და სათამაშო მოედნების მშენებლობა, განათების სამუშაოები, საქონლისთვის ბასეინების მშენებლობა, სოფლის შიდა გზების გრეიდერება.