სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 411 878 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 253 გარდაიცვალა, 383 368 კი – გამოჯანმრთელდა.