საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფორმაცია ახლახანს განახლდა სპეციალურ სამთავრობო ვებგვერდზე – stopcov.ge.
ვებსაიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 1 321 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი, განკურნებულთა საერთო რაოდენობაა 1088.
7597 მოქალაქე იმყოფება საკარანტინო რეჟიმში.
ამავდროულად, საქართველოში სამკურნალოდ 41 მოქალაქე საზღვარგარეთ ჩამოიყვანეს.
ქვეყანაში ახალი კოროვირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.