GFC-ის წლის პირველი ღონისძიების მეინ ქარდი ახალციხელი მიხეილ მესხისა და ჰალილ დოგანის (თურქეთი) დაპირისპირებით დაიწყო და ძალიან სწრაფად, რამდენიმე წამში დამთავრდა – მესხმა თურქი მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ მესხი მიკროფონთან მივიდა და მაყურებლებს მიმართა:

“პირველ რიგში დიდი მადლობა ორგანიზაცია GFC-ის და მის პრეზიდენტს გიორგი კაბულაშვილს. ამ ადამიანის ღვაწლი ქათული MMA-ის განვითარებაში ფასდაუდებელია… დიდი მადლობა ჩემს ახალციხეს! ჩემო ახალციხელებო, თქვენი მიშა მესხი აქ არის! კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ.

და ბოლოს. მამაჩემს მოვიკითხავ უკრაინაში. ბებერო მგელო, მაგრად დადექი მანდ უკრაინელ ხალხთან ერთად, Слава Україні!”

აღსანიშნავია, რომ 26 წლის თურქ ჰალილ დოგანს კარიერაში დღემდე მხოლოდ ერთი ჩხუბი ჰქონდა ჩატარებული. ის ანტალიაში გამართულ დუელში მათე სანიკიძესთან დამარცხდა. მესხს ამ ბრძოლამდე 4 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა. GFC 14-ზე ირანელ მარტინ საფარისთან დამარცხდა.

წყარო: Tv9news.ge