დღეს, 28 სექტემბერს, გახდა ცნობილი, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდი არაქალის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ირკვევა, აღნიშნულმა პირმა მანამდე ბათუმში იმგზავრა. ადამიანები, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, ახლა თვითიზოლირებულნი არიან.
როგორც JNEWS-ი, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობის თანახმად იუწყება, სოფელ დიდ არაქალის მაცხოვრებელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უკვე თბილისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ახალციხიდან, სასწრაფო წესით, საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ის ზღვიდან დაბრუნდა, იქ ტესტის გასაკეთებლად წავიდა და საავადმყოფოში გაგზავნეს. ადამიანებს, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი, ახლა თვითიზოლირებაში იმყოფებიან, იზოლირებულთა კონკრეტულ რაოდენობას ვერ დავასახელებ. არაქალის გარდა, ნინოწმინდის რეგიონში ამჟამად 32 ადამიანია იზოლირებული”, – თქვა ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ტიგრან ეგოიანმა.
28 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსული ინფექციის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსი დადასტურებულია ნინოწმინდისა და ადიგენის რეგიონებში. დღეს საქართველოში 298 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული.