ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლო დროს, მერიაში არაკომერციული ორგანიზაციების მუშაობის განხილვა დაიწყო. განიხილება ორგანიზაციების შემცირების, ან გაერთიანების აუცილებლობა. Jnews-მა გადაწყვიტა გაერკვია, რა დარღვევები გამოვლინდა ახალქალაქის ორგანიზაციების მუშაობაში და რა კონკრეტული რეკომენდაციები გასცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
2021 წლის 31 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაციები „მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის შესახებ“. აუდიტის მიზანი, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არის იმის შეფასება, არის თუ არა თანმიმდევრული მუნიციპალიტეტებში იურიდიული პირების მართვის პოლიტიკა და უზრუნველყოფს თუ არა ის არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას? აუდიტი შეეხო 2014-2019 წლებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა მუნიციპალიტეტის ფუნქცია მსგავსია, შესაბამისად, შექმნილი ორგანიზაციები უნდა იყოს მსგავსი, თუმცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა გამოსავალი მონახა. აღნიშნულია, რომ არის მუნიციპალიტეტები, სადაც იქმნება ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან ქუჩების განათებას, ან პარკებსა და მწვანე ზონებს, იმავდროულად ზოგ მუნიციპალიტეტში ყველა ამ მომსახურებას ერთი ორგანიზაცია ითავსებს. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში სერვის ცენტრი ერთდროულად რამდენიმე სერვისს ახორციელებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 21 მუნიციპალიტეტს აქვს შექმნილი ორგანიზაცია კონკრეტული ფუნქციებით, რომელთა მოქმედების სფერო მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებით შემოიფარგლება და მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანიზაცია სხვაგან არსად არსებობს. ასეთ ორგანიზაციებზე 28 287,3 ათასი ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ თავად ანგარიშის ამ პუნქტში კონკრეტულად არის აღნიშნული ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, მაგრამ არ არის აღნიშნული, რომელ კონკრეტულ ორგანიზაციებზეა საუბარი. სხვა პუნქტებში კონკრეტულად ახალქალაქის მუნიციპალიტეტი არ ფიგურირებს. თუმცა გამოვლენილი პრობლემების ხასიათი ზოგადია და უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს ეხება.
„მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული მკაფიო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნის მისაღწევად. ამდენად, ორგანიზაციების შექმნა და დაფინანსება ხშირად არ არის საკმარისად გაანალიზებული. არ არის სწორად დაგეგმილი, რა ზომები და რა თანმიმდევრობით უნდა იქნას მიღებული, როგორი უნდა იყოს მიმდინარე ამოცანები კონკრეტულ სფეროში საბოლოო მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია აუდიტის მიმოხილვაში.
შედეგად, 2014-2019 წლებში არაეფექტიანი მუშაობის გამო, 169 ორგანიზაცია გაუქმდა, მათზე 61 592.8 ათასი ლარი დაიხარჯა. თუმცა, ამის მიუხედავად, 2019 წლისთვის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 17 932 -ით გაიზარდა, რაც 58 006 ადამიანს შეადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვა არ ეფუძნება სათანადო გათვლებს, მუდმივად იზრდება ადმინისტრაციული მუშაკების რაოდენობა. 2014-2019 წლებში ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, ხოლო ადმინისტრაციული ხელფასები – 71%-ით.
ანგარიშში მითითებულია ასეთი ორგანიზაციების მენეჯმენტის არაეფექტიანობის სხვადასხვა ინდიკატორი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, ანუ მერიებისა და საკრებულოების მიმართ გარკვეული რეკომენდაციები გასცა:
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ა(ა)იპ სერვის ცენტრის მუშაობის განხილვა ახალქალაქის საკრებულოში გაიმართა. შემუშავდა რეკომენდაციები და გადაეგზავნა მერიას შემდგომი განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა ახალქალაქის სერვის ცენტრი, არც საშტატო ნუსხაში და, არც სამსახურში არაფრის შეცვლას არ აპირებს. აპირებს სოციალურ ქსელში შექმნან გვერდი, რათა მუდმივად წარმოადგინონ მათ მიერ გაწეული სამუშაო.
ახალქალაქის საკრებულო მერიის სამსახურების საჭიროებას განიხილავს
რას აპირებს სერვის ცენტრი დეპუტატების კრიტიკის შემდეგ
აღსანიშნავია ისიც, რომ სერვის ცენტრის მუშაობის განხილვის შემდეგ, სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები საკრებულოში ჯერ არ მიუწვევიათ.