საარჩევნო ბარიერის დაწევა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.
როგორც კობახიძე განმარტავს, 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
„ყველამ იცის, რომ 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რაც შეეხება ბარიერის დაწევას. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პირველ რიგში იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ჩვენ დაველოდებით, დავაკვირდებით რამდენად არის ეს სურვილი რადიკალური ოპოზიციის მხარესაც. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის,“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.
რაც შეეხება საპარლამენტო ბარიერის დაწევის საკითხს, კობახიძის თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, 2024 წლის წინა პერიოდში გამოჩნდება.
ცნობისთვის, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის “ქართული ოცნების“ დეპუტატების ხელმოწერითა და მხარდაჭერით პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს