სომხური სამოციქულო ეკლესია წლეულს წმინდა სარგისის დღესასწაულს 12 თებერვალს აღნიშნავს.
როგორც ყველა დღესასწაულს, სურბ სარგისის დღესასწაულსაც თავისი წინა დღესასწაული აქვს, ანუ თვის მე-11 დღეს საღამოს წირვის შემდეგ, აღინიშნება დღესასწაული და ამ დღიდან ჩვენ ვუერთდებით სადღესასწაულო საბჭოს. ეს დღე ასევე გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ, რადგან წმინდა სარგისი სიყვარულის მფარველად ითვლება.
ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესია კურთხევის მისაღებად 11 თებერვალს 17:30 საათზე ყველა ახალგაზრდას ტაძარში იწვევს.
საეკლესიო კანონის გარდა, ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს ხალხური ტრადიცია – მარილიანი კვერების მომზადება (აღაბლით) და ჭამა, როდესაც ახალგაზრდა გოგონები მიირთმევენ მარილიან კვერს, იმ იმედით, რომ საბედოს ნახავენ სიზმარში.
ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ნარეკ ტიგრანიანი მოუწოდებს ახალგაზრდებს, ყურადღება მიაქციონ დღის რჩევებს, წმინდა სარგისის გამოსახულებას, ყურადღება გაამახვილონ ამ დღის მნიშვნელობაზე და არა მარილიან კვერებზე.
„სურბ სარგისის დღესასწაულამდე არის მარხვა, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული დღესასწაულთან, ეს არის წინამორბედი მარხვა, რომელიც დააწესა სურბ გრიგორ განმანათლებელმა ხორ ვირაპიდან წასვლის შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი 11 მარხვიდან. ის ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. მარხვამდე სამი კვირით ადრე აღინიშნება“, – განმარტავს მღვდელი.
სურბ სარგისის დღესასწაული ერთ-ერთია, რომელსაც ხალხი დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს და ყველა ტრადიციულ რიტუალს ასრულებს. JNEWS-თან საუბრისას ახალქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა თქვა, რომ სურბ სარგისის ღამით, კარის წინ ყოველწლიურად დგამს თეფშს ფოხინდით (შემწვარი ხორბლის მარცვლების ფქვილი), რათა დარწმუნდეს, რომ მებრძოლი მის სახლს ესტუმრა, ხოლო ახალგაზრდებს უმზადებს მარილიან კვერებს და მათი შეჭმის შემდეგ – კრძალავს წყლის დალევას, რათა სიზმარში საქმრომ ერთი ჭიქა წყალი დაალევინოს.