ძალიან ხშირად, მცირე ასაკში ბავშვები ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებენ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვებათ, მშობლებს ყოველთვის არ შეუძლიათ დროულად და სათანადოდ დაეხმარონ ბავშვს ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში.
Jnews-მა სხვადასხვა შემთხვევის გაანალიზებისას საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები გამოავლინა, რომლებზეც პასუხები ბავშვთა ფსიქოლოგ ვარსი სენეკერიმიანთან განვიხილეთ.
რა არის საჭირო ბავშვის მოტივაციისთვის, რომ საბავშვო ბაღში იაროს?
ბავშვს ნებისმიერ ასაკში უჭირს შეეგუოს იმ აზრს, რომ მოუწევს ოჯახთან, განსაკუთრებით დედასთან დაშორება და აქ პირველი მთავარი და წონიანი ფაქტორი – მშობელიურია. მშობელს ნამდვილად უნდა ჩამოუყალიბდეს და ჰქონდეს ანალიზის უნარი, მოთმინება და სიმშვიდე, დაელოდეს, რომ ბავშვი შეეგუოს ახალ გარემოს. ბავშვი დღეში ჯერ ნახევარი საათით, შემდეგ ერთი საათით, შემდეგ კი მთელი დღით დატოვოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ ვიზიტს მუქარა ან დაშინება არ ახლდეს, მაგალითად, თუ არ წახვალ, მაშინ რაღაც მოგივა. ეს ბავშვს ორმაგ სტრესში აგდებს, რაც ორმაგად მტკივნეულია, ანუ ბავშვი, ჯერ ერთი, ხვდება, რომ დედას უნდა დაშორდეს და მეორეც, ხვდება, რომ იქ რაღაც სახიფათო მოხდება. პირიქით, ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საბავშვო ბაღი არის ნათელი და ლამაზი ადგილი, სადაც მან უნდა იაროს.
ზოგჯერ ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ ძიძები, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში მშობელმა?
სავსებით ბუნებრივია, რომ ძალიან ხშირად სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ ჯგუფებთან, სადაც ბევრი ბავშვია, უჭირთ რესურსების თანაბრად განაწილება, ადამიანური ძალისხმევა მათ ძალიან ცოტათი ეხმარება, მათთვის უკვე რთულია ბავშვებთან მუშაობა და ეს უკვე ბავშვებთან შემდგომ მუშაობას შეუძლებელს ხდის.
თქვენ უნდა გესმოდეთ ერთი მარტივი რამ: რაც უფრო მეტს გრძნობთ უმწეოდ, რაც უფრო მეტად ცდილობ პრობლემის მოგვარებას სიმკაცრით და დასჯით, მით უფრო უარესდება შენი ურთიერთობა შვილთან. უმჯობესია შეეცადოთ ბავშვებთან მშვიდი, მომთმენი მეგობრობა დაამყაროთ, რათა თქვენი საქმე, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი გაგიადვილოთ, რათა სასურველი შედეგი მიიღოთ, რაც გჭირდებათ.
ანუ სხვა სიტყვებვით რომ ვთქვათ რა მიზანი გაქვთ, რომ ბავშვი დადიოდეს დაწესებულებაში, შეძლოს თქვენი მოსმენა, გაგება, თქვენთან ურთიერთობა და კომუნიკაცია? მაგრამ სინამდვილეში, ბევრ საბავშვო ბაღში არის სიტუაცია, როდესაც მასწავლებელი ბავშვზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. აქ პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს ჩარევა და მხარდაჭერა არ არის, შედეგად მშობელიც და ბავშვიც ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ ბაღში განცდილ სტრესს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში „ატარებენ“ და ვერავინ ვერაფერს აკეთებს.
პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ძალადობის შემთხვევაში არ გავჩუმდეთ, განსაკუთრებით მცირე საზოგადოებაში, პატარა გარემოში, სადაც ერთმანეთს ვიცნობთ და ვწყვეტთ არ ვისაუბროთ ამაზე. მაგრამ, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით ჩუმად, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ზიანის ეს ჯაჭვი – ეს ხდება საერთო დუმილი და საერთო ფორმულირება. არ გავჩუმდეთ, ვილაპარაკოთ ამაზე, უმჯობესია მივატოვოთ ეს საბავშვო ბაღიც და ის გარემოც, ვიდრე იქ წავიყვანოთ ბავშვი და ყოველდღე, ყოველ საათში სტრესის ქვეშ მოექცეს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ბავშვთან კომპრომისზე წასვლას, ვეცადოთ მივაღწიოთ გარკვეულ ურთიერთგაგებას. თუ გესმით თქვენი შვილის ბუნება, იცით რა სიამოვნებს, მოტივაციას აძლევს მას, მაშინ მასწავლებელთან თანამშრომლობით შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგს და ბავშვთან ითანამშრომლოთ.
მეტი სტატია ბავშვის აღზრდის შესახებ:
როგორ გადავარჩინოთ ბავშვი ინტერნეტ-დამოკიდებულებისგან?
როგორ უნდა მოიპოვოს მშობელმა ბავშვის ნდობა
პრობლემები სკოლებში, რასაც ფსიქოლოგების არყოლა იწვევს
ახალქალაქის სკოლებში ფსიქოლოგები არ ჰყავთ
ლიდა ალმასიანი