ახალქალაქის კულტურის სახლი მრავალი წელია უიმედო მდგომარეობაშია. მშენებლობის დღიდან დღემდე შენობა არ გარემონტებულა. აყრილი იატაკი, ძველი ფანჯრებიდან ქარი უბერავს, ცივი ოთახები და დერეფნები – ეს არის კულტურის სახლის ამჟამინდელი მდგომარეობა.

ახალქალაქის კულტურის სახლის შენობაში შესვლისას პირველი, რასაც გრძნობ, სიცივეა. შემდეგ კი – ძველი, გაცვეთილი ხის კარი, რომლებიც დიდი გაჭირვებით იღება და იხურება.

dur

შენობის შიგნით, დერეფანში იატაკი თითქმის მთლიანად აყრილი და დანგრეულია.

mijancq

hatak

კულტურის სახლის წარმომადგენლებმა იატაკი რამდენიმე ადგილას საკუთარი ხარჯით შეაკეთეს, სადაც დიდი ხვრელები იყო.

nstaranner

შენობის აბაზანა ასევე არ აკმაყოფილებს სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს, ფილები დანგრეული და დამტვრეულია, კედლები კი ნესტიანი.

sanhanguyc

sanhanguyci pater

მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სახლს ცენტრალური გათბობა ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 190 000 ლარი დაჯდა, შენობის სხვადასხვა ოთახებში შეშის ღუმელები დაამონტაჟეს.

vararan

ოთახი, სადაც ცეკვის რეპეტიციები იმართება, არანაირად არ შეესაბამება ცეკვის გაკვეთილებისთვის განკუთვნილ ოთახს. კედელზე, რამდენიმე სარკეა ჩამოკიდებული — ეს არის სახლებიდან მოტანილი, ძველი ავეჯის კარიდან მოხსნილი სარკეები.

pari senyak

ayeli

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი მშობელი აღარ გზავნის შვილებს სიმღერის ან ცეკვის სასწავლებლად.

შეკეთებას საჭიროებს კულტურის სახლის დიდი დარბაზიც: ძველი სკამები, სცენა, გაცვეთილი ფარდები და სხვა. დარბაზში 10 წუთზე მეტი ხნით გაჩერება შეუძლებელია, რადგან ძალიან ცივა.

წლების განმავლობაში ჩატარდა ნაწილობრივი სამუშაოები, როგორიცაა, მაგალითად, შენობაში რამდენიმე ფანჯარა შეიცვალა, მაგრამ ეს არ ცვლის საერთო მდგომარეობას.

JNEWS-მა ახალქალაქის მერიას მიმართა, რათა გაერკვია, არსებობს თუ არა პროექტი, რომლის მიხედვითაც კულტურის სახლი წელს გარემონტდება. მერის თქმით, წელს შენობის რეკონსტრუქციის პროექტი არ აქვთ, თუმცა ამ თემაზე მსჯელობა ჰქონდათ.