სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 370 922 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 056 გარდაიცვალა, 336 079 კი – გამოჯანმრთელდა.